Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 01/05/2023 - 20/05/2023

“ატლანტიკ საქართველო”, ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის “Group Atlantic”-ის (www.groupe-
atlantic.com) შვილობილი კომპანიაა. საქართველოში კომპანიამ ოპერირება დაიწყო 2017 წელს, ამ
ეტაპზე აწარმოებს წყლის ელექტრო-გამაცხელებლებს და რამდენიმე კომპონენტს (კერამიკის
გამაცხელებელი ელემენტი, სპირალი და ა.შ.). პროდუქცია ექსპორტზე გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში.
„ატლანტიკ საქართველო“ აცხადებს კვლევისა და განვითარების ინჟინერის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის #88
ანაზღაურება & ბენეფიტები: ანაზღაურება შეთანხმებით, ერთჯერადი კვება, ტრანსპორტირება,
ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 ახალი პროდუქტის პროექტების კოორდინირება კომპანიის სტრატეგიის, ხარისხის
სტანდარტების, ფასისა და ვადების გათვალისწინებით;
 პროექტის მიზნების განსაზღვრაში ჩართულობა, შესრულების მონიტორინგი და მართვა,
ჯგუფის სტანდარტების დაცვით პროექტის აღსრულება;
 პროდუქტის განვითარების პროცესების მართვა;
 პროექტის სამუშაო გუნდის შექმნა და კოორდინირება;
 პროდუქტის პროტოტიპის შექმნა და ტესტირება;
 საორგანიზაციო და ტექნიკური სცენარების შესწავლა, რისკებისა და სასურველი შედეგების
გათვალისწინებით აღსრულება;
 პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი მენეჯმენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 ბაკალავრის ხარისხი მექანიკური/ ელექტრო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან
მომიჯნავე სფეროებში;
 პროექტის მართვის უნარები;
 ტექნიკური ნახაზების წაკითხვის, კომპონენტების სპეციფიკაციებისა და სტანდარტების
შესწავლის უნარი;
 პროტოტიპებზე მუშაობის უნარი - იდეების ტესტირება სამუშაო გარემოში;
 2D & 3D მოდელირების ცოდნა, CAD პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;
 MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PPT);
 ინგლისური ენის ცოდნა (კომპანიაში საკომუნიკაციო ენა ინგლისურია)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
hrgeorgia@groupe-atlantic.com არაუგვიანეს 20.05.2023-ისა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ
ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!