HRM სააგენტო „ჰირო“ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
• კლიენტების ბაზების ფორმირების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
• პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
• პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
• HR პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება;
• პერსონალური და გუნდური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;
• გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
• დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის მენეჯმენტი.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
თანამშრომლობის შემთხვევაში “Hiro” იზრუნებს სტაჟიორის პიროვნულ ზრდასა და
განვითარებაზე და უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე
ana.tsikridze@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ