საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა www.gcci.ge აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.
სტაჟირების ადგილმდებარეობა: ორთაჭალა, ნ. შატაიძის ქ. N29
თუ გაქვს:
- იურიდიული განათლება ან ხარ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი კერძო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ იცი: ინგლისური ენა და ფლობ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს
და გსურს გამოცდილება მიიღო შენს პროფესიაში;
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ „სტაჟიორი“.
სტაჟირების პერიოდში ჩართული იქნები პალატის იურიდიულ საქმიანობაში პალატის იურისტის მითითებით და ასევე, მესამე პირებთან ურთიერთობაში კორესპონდენციის წარმოების პროცესში.