Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 07/04/2023 - 10/04/2023

პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ეძებს მეცნიერების, ენერგეტიკის, არქიტექტურის ან საჯარო მმართველობის ფაკულტეტების ბოლო წლის 10 სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), რომლებიც დაინტერესებულნი არიან, დაეუფლონ და ჩაატარონ გამარტივებული ენერგო აუდიტი და ასევე გამარტივებული ქუჩის განათების ინვენტარიზაცია და ასევე, რომლებიც გამოყოფენ თვეში რამდენიმე დღეს, რათა მონაწილეობა მიიღონ პროექტის სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებაში.

 

„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დაბალ-შემოსავლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები (LSG) ენერგოეფექტურობისკენ მიმავალ გზაზე“, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა მუნიციპალურ ცენტრებსა და არაურბანიზებულ ადგილებს შორის 10 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ჩვენ გვსურს, შევიმუშავოთ ისეთი პირობები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს, მოიზიდონ და ჩართონ გარე სახსრები განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით სამომავლო ინვესტიციებში. აქედან გამომდინარე, ფონდი აპირებს შეიმუშავოს საპილოტე მოდელი გარე სახსრების გამოსაყენებლად ენერგო ეფექტური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.

 

თქვენ გექნებათ შემდეგი ამოცანები:

• დაეხმაროთ ენერგოეფექტურობის ექსპერტს მუნიციპალიტეტიდან მონაცემების მოპოვებაში, იდენტიფიცირებასა და დამუშავებაში;

• მჭიდროდ ითანამშრომლოთ ექსპერტებთან (საერთაშორისო და ადგილობრივ) მონაცემთა შეგროვებისთვის გამარტივებული Excel მონაცემთა ბაზის შექმნისას;

• ისწავლოთ და დაეუფლოთ ენერგოეფექტურობის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც ექსპერტები გამოიყენებენ პროექტის აქტივობების განხორციელებისას;

• იმგზავროთ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში (თვეში ორჯერ) და ექსპერტებისგან მოპოვებული ცოდნა გადასცეთ მუნიციპალურ მოხელეებს, მარტივი ქუჩის განათების ინვენტარიზაციის განსახორციელებლად;

• ხელი შეუწყოთ მონაცემის შეგროვებას რამდენიმე საბავშვო ბაღის შენობების შესახებ მარტივი ენერგო აუდიტის ჩასატარებლად;

• მხარი დაუჭიროთ პროექტის კოორდინატორს პროექტის შესაბამის აქტივობებში.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობებია:

• ქუჩის განათების გამარტივებული ინვენტარიზაციის სფეროში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობა;

• ენერგოეფექტურობის საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილების მიღება;

• პირველი სტაჟირების შესაძლებლობა;

• ყოველთვიური ანაზღაურება 350 ლარი ხელზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლე რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და კითხვები (არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ ფოსტაზე (nikoloz.kavelashvili@solidarityfund.pl).

 

განაცხადების შემოტანის ვადა იწურება 10 აპრილს, 2023.

 

 

Short-term intern for the project on Energy Efficiency (EE)

 

A Polish non-governmental organization „Solidarity Fund PL in Georgia“ is seeking final year 10 students (Bachelor, Masters) of science, energy, architecture or public administration who are interested in conducting energy audits and a simplified inventory of street lighting and who will spare couple of days a month to support in different interesting Project activities.

 

Solidarity Fund PL in Georgia is implementing a project named „Low-income local selfgovernment (LSG) units on the way to energy efficiency“ that aims to reduce economic and social disparities between municipal centers and non-urbanized areas targeted for 10 Georgian municipalities. In addition to this, we would like to develop conditions that will enable the involvement of external funds for future investments into the Renewable Energy Sources and Energy Efficiency in local self-governments. Based on this, the Fund intends to develop a pilot model for the use of external funds to modernize energy efficient infrastructure.

 

You will have the following duties:

• To assist the energy efficiency expert as assigned: with the identification, development and completion of the data obtained from the municipalities;

• To work closely with the experts (international & local) while creating simplified excel database for data collection;

• To learn and become proficient in the energy software program that the experts will be using during the implementation of project activities;

• To travel to one of the municipalities (twice a month) and to transfer gained expertise to the municipal officials to carry out a simple streetlight inventory;

• To support to collect several data about kindergarten buildings for simple energy audit;

• To support Project Coordinator in relevant project activities.

 

Benefits of cooperating with us:

• Hands-on knowledge on data collection in the field of simplified inventory of street lighting;

• Exposure and opportunity to work with international and Georgian energy efficiency experts;

• First internship opportunity;

• Monthly remuneration 350 GEL net.

 

Interested? Please send us short resume and motivational letter along with questions (if any) by email (nikoloz.kavelashvili@solidarityfund.pl).

 

The deadline for applications passes by 10th of April, 2023.