Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეგეტაში ვიწყებთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და საფუძველი ჩაუყრონ თავიანთ წარმატებულ სამუშაო კარიერას.

 

თეგეტა ჰოლდინგის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს პეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალების ხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

 

სტაჟირება ანაზღაურებადია

გრაფიკი -  მოქნილი

ხანგრძლივობა - 6 თვე

 

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 27 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

 

თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს სტაჟირების პროგრამას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში, HR ადმინისტრირების მიმართულებით.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

  • რომელიც არის სტუდენტი, ან ბაკალავრი
  • შეუძლია ანალიტიკური აზროვნება
  • რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა
  • აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
  • ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა
  • არის დეტალებზე ორიენტირებული
  • კარგად უძღვება პრეზენტაციას
  • აქვს ადაპტაციის კარგი უნარი

 

შერჩევის ეტაპები :

ტესტირება

გასაუბრება

 

თეგეტაში ჩვენ დაგახვედრებთ: 

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც.  დასაქმებულ წევრებს შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და, რათქმაუნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ განაცხადი