სტაჟირების ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: სტაჟიორის გადამზადება IT პროექტების ანალიტიკის მიმართულებით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ ოპპას გუნდში გაწევრიანების შესაძლებლობა
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- პროექტის დამკვეთთან, პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, ბიზნესის მოთხოვნების შეგროვება;
- მიმდინარე/სამომავლო პროექტების ანალიტიკასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობის მიღება;
- მოთხოვნების ვიზუალური პრეზენტაციების შექმნა; IT რგოლთან კონსულტაციების საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება დამკვეთისათვის.
- პროექტის მიზნებისა და მოთხოვნების შესახებ ერთიანი აღქმის უზრუნველყოფა როგორც პროექტის ძირითად გუნდში, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან
- პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების წარმოება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- სწორი კითხვების დასმის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საძიებო სისტემებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
- განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი;
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.