Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება   -  სივრცის კონსულტანტი (შრომითი ხელშეკრულება) ოზურგეთის იუსტიციის სახლში

 

კონკურსის ტიპი   -    გამარტივებული კონკურსი

 

ორგანიზაცია   -    სსიპ - იუსტიციის სახლი

 

კატეგორია   -    მომსახურება

 

განცხადების ბოლო ვადა    -    06.04.2023

 

თანამდებობრივი სარგო  -    787 ლარი

 

ადგილების რაოდენობა   -     1

 

სამსახურის ადგილმდებარეობა   -    ოზურგეთი

 

სამუშაოს ტიპი   -   სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა    -    6 თვე

 

ფუნქციები

• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;

• მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;

• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;

• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;

• მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება;

• მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;

• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;

• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;

• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გადაცემის პროგრამულად ან/და ხელმოწერით დადასტურება;

• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;

• საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების მომხმარებლებისათვის გადაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;

• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;

• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;

• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა;

• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება, ვიზიტორების იდენტიფიცირება, მათთვის სტუმრის ბარათის გადაცემა და შესაბამის პროგრამაში მონაცემების ასახვა;

• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება     სტუდენტი

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული