Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/03/2023 - 06/04/2023

პოზიციის დასახელება  -   სატელეფონო ცენტრის უფროსი სპეციალისტი (სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიმართულებით)

 

კონკურსის ტიპი  -   ღია კონკურსი

 

ორგანიზაცია      სსიპ - იუსტიციის სახლი

 

კატეგორია    -    მომსახურება

 

განცხადების ბოლო ვადა    06.04.2023

 

თანამდებობრივი სარგო:  1573 ლარი

 

ადგილების რაოდენობა  10

 

სამსახურის ადგილმდებარეობა   თბილისი

 

სამუშაოს ტიპი      სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა     6 თვე

 

ფუნქციები

• სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მათთვის სათანადო სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის (ონლაინ-ჩეთი, ოფიციალური Facebook-ი) გაწევა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება;

• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე შემოსულ შეკითხვებზე დროული და ადეკვატური პასუხების მომზადება და გაგზავნა;

• უფლებამოსილი ორგანიზაციების, შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;

• რთული შემთხვევების აღრიცხვა და გასარკვევი საკითხის მიწოდება სატელეფონო ცენტრის კოორდინატორისთვის/უფროსისთვის;

• საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება, პროდუქტებისა და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის;

• მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით, მათი მხრიდან დაფიქსირებული მოსაზრებების მიღებული წესით დარეგისტრირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;

• სათანადო მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;

• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;

• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;

• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;

• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი, ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების, მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;

• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება   -   ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება   -   1 წელი

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული