სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების განყოფილების ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
რას გააკეთებ:
⚫ კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვიანობის მართვა;
⚫ ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების გეგმის შემუშავებაში ჩართულობა;
⚫ ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
⚫ ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბება და ჩარტების მომზადება;
⚫ დამუშავებული და დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის შეთანხმება დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან;
⚫ დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის ვიზირება და დამტკიცება;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების ცვლილებების ბრძანებების მომზადება, ვიზირება და დამტკიცება;
⚫ დამტკიცებული პროცესების და შესაბამისი ცვლილებების აღრიცხვა;
⚫ დამტკიცებული პროცესების ელექტრონული და ფიზიკური არქივის კონტროლი;
⚫ შესრულებულ საქმესთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და წარდგენა სტრუქტურული ერთეულის უფროსთან.
მნიშვნელოვანია გქონდეს:
⚫აუცილებელია, დოკუმენტებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია, პროცესების მართვის/დოკუმენტირების მიმართულებით)
⚫ აუცილებელია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
⚫ აუცილებელია, Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
⚫ აუცილებელია, ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი.
სასურველია გქონდეს:
⚫ სასურველია იყო, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით);
⚫ სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
⚫ კომუნიკაბელურობა;
⚫ გუნდურობა;
⚫ ანალიტიკური აზროვნება;
⚫პრიორიტეტების დასახვის და განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
⚫ ორგანიზებულობა;
⚫ დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.