სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების განყოფილების ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
რას გააკეთებ:
⚫ კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებასა და აღრიცხვიანობაში ჩართულობა;
⚫ ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
⚫ ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბებასა და ჩარტების მომზადებაში ჩართულობა;
⚫ დამუშავებული და დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის შეთანხმება დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან;
⚫ დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის ვიზირება და დამტკიცება;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების ცვლილებების ბრძანებების მომზადება, ვიზირება და დამტკიცება.
⚫ დამტკიცებული პროცესების და ცვლილებების აღრიცხვა;
⚫ დამტკიცებული პროცესების ელექტრონული და ფიზიკური არქივის მართვა.
მნიშვნელოვანია გქონდეს:
⚫ დოკუმენტებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია, პროცესების მართვის/დოკუმენტირების მიმართულებით);
⚫ აუცილებელია, საოფისე პროგრამების ცოდნა;
⚫ აუცილებელია, ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი.
სასურველია გქონდეს:
⚫ Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
⚫ სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
⚫ კომუნიკაბელურობა;
⚫ გუნდურობა;
⚫ ანალიტიკური აზროვნება;
⚫ პრიორიტეტების დასახვის და განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
⚫ ორგანიზებულობა;
⚫ დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.