Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 14/03/2023 - 26/03/2023

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

 

თუ ხარ ორგანიზებული, გიყვარს გეგმარება, ხარ დეტალების მიმართ ყურადღებიანი, მოგწონს გუნდურად მუშაობა და გსურს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, "ოპპა" გთავაზობს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სტრუქტურული ერთეული: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილება.

 

პოზიციის მიზანია კომპანიის შესყიდვების დროსა და ხარისხთან მიმართებით ოპტიმალურად წარმოება.

 

რისი გაკეთება მოგიწევს:

** ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად საუკეთესო ფასის პირობებში;

** კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა, ალტერნატივების მოძიება;

** ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება დროის, ხარისხის, მოწოდების ვადის და საგარანტიო პირობების გათვალისწინებით, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;

** პერიოდული რეპორტების მომზადება;

** შესყიდვის პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

** ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად მიწოდება;

** შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსთან რეპორტინგი;

** კომპანიაში ინიცირებულ პროექტებში შესყიდვების საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩართულობა და მხარდაჭერა;

 

უნარები რაც დაგეხმარება:

** პასუხისმგებლობა;

** ორგანიზებულობა;

** დეტალებისადმი ყურადღება;

** დროის მართვის უნარი;

** პრიორიტეტიზაციის უნარი;

** მულტითასქინგი;

** ვადების დაცვის უნარი.

 

მნიშვნელოვანია:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ან სხვა ვაკანსიასთან დაკავშირებულ სფეროში, განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად თუმცა არ არის სავალდებულო;

** MS Office მაღალ დონეზე ფლობა;

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო B1-B2 დონეზე;

** მართვის მოწმობა B კატეგორია;

 

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს დღის ჭრილში;

** ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;

** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თვითრეალიზაციისთვის;

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;

** განვითარების ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობას.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

 

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.