,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს წყლის დანაკარგების დადგენის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- წყალმომარაგების ქსელში ფარული დანაკარგების დადგენა, წნევების და ხარჯების მონიტორინგი;
- ფარული დაზიანებების მოძებნა სპეციალური საძიებო აპარატურის გამოყენებით;
- სამუშაო არეალში ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზის აღრიცხვა, დოკუმენტირება და ანალიტიკის წარმოება;
- მონაცემების დროული აღება და მათი ანალიზი;
- საზომი აპარატურის ტესტირება;
- თანამედროვე საზომი აპარატურის და ახალი მეთოდების დანერგვის ეკონომიკური ეფექტურობის დადგენა;
- ERP პროგრამაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია;
- ჯგუფის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- ბალანსზე მყოფი აპარატურული საშუალებებისა და ხელსაწყოების მოვლა-პატრონობა, გამართვა, ტესტირება და გაუმართაობის შემთხვევაში მიზეზების წარმოდგენა;
- სამუშაოების წარმოებისას, ტექნიკური ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია წყალმომარაგების განხრით;
- ელექტრონული საზომი აპარატურის მუშაობის ძირითადი პრინციპების (ე.წ. დოპლერის ეფექტი, კორიოლისის ეფექტი, ელექტრო-მაგნიტური ინდუქცია, როტორული ხარჯმზომები, ულტრაბგერითი და თბური ხარმზომები). ქსელის ჰიდრო-დინამიკის ცოდნა;
- სასურველია ტექნიკური მიმართულების საკვალიფიკაციო ტრეინინგ/კურსები;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია წყალსადენების ქსელებისა და მისი ექსპლუატაციის ცოდნა;
- ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები
- სტრესულ სიტუაციებში ადეკვატური მოქმედების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, კორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- გუნდურობა და კოლეგიალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2023 წლის 24 მარტისა.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.