Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;

• კლიენტების ბაზების ფორმირების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;

• პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.

• პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;

• პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება;

• პერსონალური და გუნდური გეგმის შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

• საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

• ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

• კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;

• გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;

• დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

• დროის მენეჯმენტი.

 

გამოსაცდელი ვადა:

3 თვე სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

 

სამუშაო საათები: 10:00-19:00

 

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.

 

თანამშრომლობის შემთხვევაში “ლოიალტე” იზრუნებს სტაჟიორის პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე და უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

წარმატებას გისურვებთ.