სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრი - „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული
განვითარებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მ/წლის 02 მარტიდან კვლავ აგრძელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტში. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა - კანდიდატი იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების/საინჟინრო ან/და მომიჯნავე მიმართულების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ III კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მიმართულება: ფიზიკა, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები/მათემატიკა, მექანიკური ინჟინერია,სამშენებლო ინჟინერია, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია).
სტუდენტებისთვის შესაძლებელია მოქნილი სამუშაო გრაფიკი - სწავლის და მუშაობის შეთავსება.
კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნების (ძირითადი და დამატებითი), ვადების, სარგოს და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, რასაც გიზიარებთ:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/77579?active=1
სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.hr.gov.ge რეგისტრაცია, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთონ განაცხადი სტაჟირებაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 11 მარტი.