ვაკანსიის დასახელება - "გიდი"
მომწოდებელი - Budget Georgia
ადგილმდებარეობა - თბილისი
ტურისტული კომპანია Budget Georgia აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ექსკურსიების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტრადიციების ცოდნა
- კარგი გადმოცემის უნარი
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სასურველია უცხოელებთან მუშაობის გამოცდილება
პირობები
- სამუშაო გრაფიკი - სამუშაო დღეები მოქნილი გრაფიკით.
- ანაზღაურება - საათში 8 ლარი. (საშუალოდ 1280 ლარი თვეში)
- საშუალო ნამუშევარი საათების რაოდენობა - 160 საათი თვეში.
- საკუთარი ავტომობილით მუშაობის შემთხვევაში გაორმაგებული ანაზღეურება
შერჩევის ეტაპები:
აპრილი - ტესტირება და გასაუბრება, თეორიული და პრაქტიკული გადამზადება
მაისი - ანაზღაურებადი სტაჟირება, კადრების გადარჩევა.
ივნისი-ოქტომბერი - სამუშაო პერიოდი
ოქტომბრის შემდგომ მუშაობის გაგრძელების პერსპექტივა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე თქვენი ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@budget-georgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიის ბოლო ვადაა 31 მარტი.