პოზიციის დასახელება სივრცის კონსულტანტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში
ორგანიზაცია სსიპ - იუსტიციის სახლი
განცხადების ბოლო ვადა 18.03.2023
თანამდებობრივი სარგო: 786 ლარი
ადგილების რაოდენობა 15
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
• მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;
• მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება;
• მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გადაცემის პროგრამულად ან/და ხელმოწერით დადასტურება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
• საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების მომხმარებლებისათვის გადაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა;
• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება, ვიზიტორების იდენტიფიცირება, მათთვის სტუმრის ბარათის გადაცემა და შესაბამის პროგრამაში მონაცემების ასახვა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება სტუდენტი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული