Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელსაერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ადგილმდებარეობა    ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება  გაყიდვების სპეციალისტი

სამუშაო საათები  სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი 

 

ფუნქცია/მოვალეობები

• პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა

• შემომავალი და გამავალი ზარების/ელ.ფოსტის მეშვეობით პოტენციური კლიენტი კომპანიებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება

• კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების პროცესის წარმართვა

• კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პორტფელში არსებული ინსტრუმენტებით

• კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება პროდუქტების/სერვისების გაცნობის მიზნით

• კომერციული წინადადების მომზადება და კლიენტისთვის წარდგენა

• CRM სისტემაში პოტენციური კლიენტების ინფორმაციის შეყვანა და მენეჯმენტი

• ხელშეკრულებების მომზადება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩართულობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)

• აუცილებელია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში, სასურველია ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიების მიმართულებით

• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• მოლაპარაკების წარმოების უნარი

• პრეზენტაციის ჩატარების უნარი

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

• ორგანიზებულობა

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I გასაუბრება

II პრეზენტაცია

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „გაყიდვების სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.03.2023

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.