Digital Institute კავკასიის რეგიონში მოწინავე IT აკადემიაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს პროგრამირება ინოვაციური სასწავლო მოდელით. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლექტორებისგან, რომელთაც ნამუშევარი აქვთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში: Microsoft, Google, Tesla, Toptal და სხვა.
ამჟამად ვეძებთ სტაჟიორს იურიდიულ დეპარტამენტში. შენ იქნები ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც ქმნის საუკეთესო პროდუქტს ციფრული განათლების მიმართულებით.
გაიგე მეტი ჩვენზე: digitalinstitute.ge
სტაჟირების პირობები:
** მდებარეობა: დისტანციურად ან სურვილისამებრ ოფისში თბილისი, ჭავჭავაძის გ.37 | Axis Towers ბიზნეს ცენტრი;
** მოქნილი გრაფიკი;
** საქართველოში წამყვანი იურისტი, 5+ წლიანი გამოცდილებით გაგიწევთ მენტორინგს;
** იმუშავებთ იურიდიულ ხელშეკრულებებზე, მათ რედაქტირებებზე, გაუმჯობესებასა და შაბლონების შექმნაზე;
** სტაჟირების წარმატებულად გავლის შემთხვევაში, გექნებათ დასაქმების პერსპექტივა.
ძირითადი მოთხოვნები:
** იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი სტუდენტები ან პირს რომელსაც დამთავრებული აქვს იურიდიული ფაკულტეტი;
** ქართულ ენაზე გამართულად წერა-კითხვა;
** სამართლებლივი ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების შემჭიდროებულ ვადებში მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენთან მუშობის შესაძლებლობამ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტაზე: talent@digitalinstitute.ge და სათაურის ველში მიუთითე დასახელება „იურისტი - სტაჟიორი“.