Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი განვადებების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, წნორი, დედოფლისწყარო, ჭიათურა, ფოთი, საგარეჯო, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ოზურგეთი, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, საჩხერე, გორი, ხაშური,ჩოხატაური

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
  • ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

განათლება:

სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
  • ლოგიკური აზროვნება.

 

წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი, 2023.