Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიბერთი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის არასაბანკო მხარდაჭერის განყოფილებაში ვაცხადებთ სტაჟირებას.

 

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი.

 

ჩვენთან დაგხვდება:

  • ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო და ურთიერთობები;
  • გამოცდილი პროფესიონალების გუნდი;
  • სწავლის პროცესის ხელშეწყობა / მორგებული სამუშაო გრაფიკი;
  • მენტორი, რომელიც სტაჟირების პერიოდში გაგიწევს მხარდაჭერას, გაგიზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას და დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში,

 

სტაჟირების პერიოდში  სრულად იქნებით ჩართული  იურიდიული დეპარტამენტის არასაბანკო მხარდაჭერის განყოფილების  სამუშაო პროცესებში, რაც გულისხმობს:

  • ყველა სახის სამართლებრივი დოკუმენტის შედგენას და ანალიზს;
  • ყველა სახის სტანდარტული და არასტანდარტული ხელშეკრულების (მათ შორის: იჯარის, ქირავნობის, ქვეიჯარის, ქვექირავნობის, ნასყიდობის, მომსახურების, ნასყიდობა თანმდევი მომსახურებით, მემორანდუმების, ჩუქების და სხვა სახის ხელშეკრულებების), ასევე სხვა სამართლებრივი დოკუმენტის ანალიზს და შედგენას ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების/ფილიალების არასაბანკო ხელშეკრულებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის ხელშეკრულების დანართების, შეთანხმებების, წერილების შედგენას და ანალიზს;
  • ბანკის მასშტაბით ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებული ბრძანებების/მინდობილობების პროექტების შედგენას და ასევე ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების სისტემატიზაციას;
  • არასაბანკო განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე პორტალზე www.jira.lb.ge სერვისების მხარდაჭერას.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება-უმაღლესი/იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის/მაგისტრატურის სტუდენტი;
  • სასურველია იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური - B2 დონეზე ცოდნა; სასურველია რუსულის ცოდნა.
  • MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2023 წლის 3 მარტის  ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემშეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

 

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.