მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების და განვითარების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ფუნქციები:
- თანამშრომელთა სასწავლო პროგრამების/ტრენინგ მოდულების შემუშავებაში მონაწილეობა;
- წინასწარ შემუშავებული სილაბუსის მიხედვით ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
- შიდა სასწავლო პლათფორმის მართვა;
- კორპორატიული აქტივობების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა;
- კომპანიის მასშტაბით დაგეგმილ შიდა ორგანიზაციულ კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა;
- სტაჟირების პროგრამის ეფექტურად მართვაში მონაწილეობა;
- ახალი თანამშრომლის ადაპტაციის (ონბორდინგის) პროცესში ჩართულობა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
- სასურველია ორგანიზაციული კვლევების მიმართულებით გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
- ეფექტური ვერბალური, არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ფლობა
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "ტრენინგების და განვითარების სამსახურის სპეციალისტი"
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი, 2023 წელი.