Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია „სოლვიტი“ 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხიმგებლობას. იგი ორიენტირებულია, მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, ასევე IT ვენდორებთან.


ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/


კომპანია „სოლვიტი“ აცხადებს სტაჟირებას „ სისტემური ადმინისტრატორის„ პოზიციაზე.


სტაჟირება მოიაზრებს ადგილზე დასაქმების პერსპექტივას.


ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნოდარ ბოხუას #4.


სამუშაო დრო სტაჟირების პერიოდში ინდივიდუალურად შეთანხმდება აპლიკანტთან.


სისტემური ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • პარტნიორ კომპანიების IT ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
    • ინფრასტრუქტურის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
    • ინფრასტრუქტურის სისტემატიური მონიტორინგი;
  • სისტემების ბექაფირება და აღდგენა;
  • ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა;
  • განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშგება, ანალიზი.

 

სტაჟირების პერიოდში სტუდენტი აიმაღლებს მის კომპეტენციებს შემდეგი მიმართულებებით :

  • Microsoft Windows Server OS
  • IIS
  • Active Directory
  • WSUS
  • DHCP
  • DNS
  • Antivirus Software
  • Terminal Server
  • Monitoring Systems
  • Backup Systems
  • VMware Virtualization
  • Hyper-V Virtualization
  • Office 365 Administration
  • Cloud Systems (AWS, Azure, Google Cloud)
  • DevOps Fundamentals

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მნიშვნელოვანია ქონდეს IT ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • ორგანიზაციულობა, დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge


გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სტაჟირების პროგრამის დასახელება : „სისტემური ადმინისტრატორი „


გისურვებთ წარმატებას!