Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ ხარ დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით IT სფეროში

  • ვისაც ერთჯერ მაინც დაგიშლიათ და აგიწყვიათ კომპიუტერი და პროცესი მოგწონებიათ
  • თუ ერთჯერ მაინც გადაგიყენებიათ windows-ი, მონაცემები დაგიარქივებიათ და შედეგით კმაყოფილები ყოფილხართ
  • თუ კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირება და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა შეგიძლიათ
  • თუ კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან და სკანერთან დაკავშირება თქვენთვის ნაცნობია
  • თუ ფიქრობთ რომ WIFI მოწყობილობების დაყენებაც შეგიძლიათ ან დაინტერესებული ხართ სწავლით,
  • და თუ ფიქრობ, რომ სიახლეებისთვის, პრაქტიკისთვის, გამოცდილებისთვის და გამოწვევებისთვის მზად ხარ.

 

მაშინ ეს სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა!

 

ვინ ვართ და ვის ვეძებთ?

  • ჩვენ ვართ კომპანია „ტელნეტი“, რომელიც აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT მხარდაჭერას კვალიფიციური გუნდის დახმარებით.
  • მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: https://telnet.ge/

 

ჩვენ ვეძებთ სტაჟიორებს IT მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე

  •  აიტი მხარდაჭერის ინჟინერები, სტაჟირების პერიოდში აითვისებენ ყველა იმ კომპეტენციას, რაც საჭიროა აიტი მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე დასაქმებისთვის.

 

პირობები:

1. სტაჟირების პროგრამა გრძელდება 3 თვის განმავლობაში.

2. ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში არის 200 ლარის ოდენობით.

3. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა #4 (მიონის ბიზნეს ცენტრის შენობა)

4. გამოცდილება: არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება ან/და სხვა კომპანიაში სტაჟირების გამოცდილება. ვეძებთ სტუდენტებს, რომელსაც ექნებათ ტექნიკური უნარები და საქმის მარტივად ათვისების უნარი.

5. სტაჟირებაზე განიხილებიან როგორც მესამე, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

 

დაინტერესების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით მივიღებ cv-ებს მეილზე: hr@telnet.ge;

 

ჩვენ გელით,

 

გისურვებთ წარმატებას