„პალიტრა ჰოლდინგი“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში ეძებს HR სტაჟიორს ტრენინგების მართვის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
- ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
- პალიტრა აკადემიის სოციალური არხების მართვაში ჩართულობა;
- იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
- მცირე შემეცნებითი რესურსების მომზადება;
- ტრენინგის შემდგომ შეფასებაში მონაწილეობის მიღება.
სტაჟირების პერიოდი - 6 თვე, ანაზღაურებადი.
სტაჟირების 6 თვიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს პალიტრა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
სასურველია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. შერჩეულ კანდიდატს ხელს შევუწყობთ სწავლაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს რეზიუმეების გამოგზავნა შეუძლიათ მეილზე vacancy@palitra.ge, subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HR სტაჟიორი ტრენინგების მართვის მიმართულებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი 7 მარტი.