Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, 2023 წლის წლის 20 თებერვალს, გამოაცხადა ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტში. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა - კანდიდატი იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების/საინჟინრო ან/და მომიჯნავე მიმართულების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ III კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მიმართულება: ფიზიკა, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები/მათემატიკა, მექანიკური ინჟინერია,სამშენებლო ინჟინერია, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია).

 

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნების (ძირითადი და დამატებითი), ვადების, სარგოს და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/77215?active=1

 

სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ვებგვერდზე  www.hr.gov.ge რეგისტრაცია, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთონ განაცხადი სტაჟირებაზე.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 01 მარტი.