Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/02/2023 - 03/03/2023

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

 

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

 

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

 

სს “ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას HR სტაჟიორის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა ბაზიდან;
  • ვაკანტური პოზიციის შესაბამისი შერჩევის ეტაპების განხორციელება;
  • კანდიდატების ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
  • სოციალური ქსელის(linkedin, Facebook) გამოყენება საჭირო კანდიდატების მოსაძიებლად და მათთვის შეთავაზების გაკეთება;
  • დასაქმების ფორუმებსა და მოზიდვის სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა შესაბამის ბაზებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლობა;
  • ინიციატივიანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - cv@nikoratrade.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „HR სტაჟიორი“.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.