Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

 

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

 

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  • დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე (ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური) რეპორტების მომზადება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • მარკეტინგული ხარჯების ყოველთვიური აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • მარკეტინგული პროექტების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • დეპარტამენტში დაგეგმილი პროექტების ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, მართვა, უკუკავშირის გაზიარება;
  • ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „რეპორტინგის სპეციალისტი“.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.