სს „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს კონკურსს რეზერვის ფორმირების მიზნით ბუღალტრის პოზიციაზე.
ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობები
- კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- საოფისე პროგრამებში მუშაობა;
- სხვადასხვა ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
- მეთვალყურეობის ქვეშ კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში მუშაობა;
- კომპანიაში დასაქმებულ სხვა და სხვა პირებთან კომუნიკაციას, ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდება;
- მონაცემთა დამუშავება;
- პრეზენტაციების მომზადება შიდა და გარე დაინტერესებული მხარეებისათვის;
- ხელმძღვანელის მიერ მისთვის განსაზღვრული თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლასა და სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნის სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენება;
- მონაცემებთან დაკავშირებული ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში/ შესაძლებელია IV კურსის სტუდენტი ;
2. ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
3. ფინანსურ/ეკონომიკურ ანალიზების წერილობით მომზადების უნარი;
4. პრეზენტაციების მომზადების უნარი;
5. კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის, კარგი ცოდნა;
6. უცხო ენები: ინგლისური- სავალდებულო; რუსული-სასურველია.
ვაკანსიის განსაკუთრებული პირობები:
- დასაქმების მანძილზე შერჩეული კანდიდატები გაეცნობიან სს „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს;
- დასაქმების ხანგრძლივობა 6 თვე (გამოსაცდელი ვადა), შემგომში გახანგრძლივების პერსპექტივით;
- ანაზღაურება 1020 ლარი დარიცხული (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
სააპლიკაციო ფორმების ან CV წარმოდგენის ვადა 2 მარტის ჩათვლით მისამართზე: vacancy@railway.ge