Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:

  • კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის მხარდაჭერა სრულად;
  • სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება;
  • კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე;
  • კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით;
  • გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე;
  • კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება;
  • კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით;
  • კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი).
  • სამედიცინო ანდა სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge

 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 14 მარტი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/