კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
16/02/2023 - 21/02/2023
ისთ ფოინთი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით იჯარის ოპერაციების წარმოება/ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა, კონტროლი
- საიჯარო ხელშეკრულებების ვადების კონტროლი
- საიჯარო ოპერაციებზე ინვოისების და ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა
- ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ანგარიშების ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა და კონტროლი
- იჯარებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება
- დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, პერიოდულად შედარების აქტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ექსელის ცოდნა
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა
ლოკაცია: ალ. თვალჭრელიძის 2, ისთ ფოინთის ადმინისტრაციის ოფისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge , განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 21 თებერვალი 2023.