Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

EBIT Group წარმოადგენს ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც დაარსდა 2016 წელს, სხვადასხვა ბიზნეს-ინდუსტრიის მართვის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ, კომპანიის მიზანია ორგანიზაციების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარებაში, როგორც
საკონსულტაციო კუთხით, ასევე პერსონალის გადამზადებით სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგების დახმარებით.

 

EBIT Group კონსულტირებას უწევს საქართველოში მოქმედ საშუალო და მსხვილ კომპანიებს,   ფინანსების მართვის, საოპერაციო მენეჯმენტის, ინვესტიციების მოზიდვის და მომგებიანობის გაუმჯობესების კუთხით.

 

www.ebit.ge

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • ტრენინგებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა
  • კლიენტების ბაზების მართვა
  • სასწავლო პროგრამების შესახებ კომპანიებისა და დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება
  • კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობა
  • სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა
  • პრეზენტაციების მომზადება
  • კომპანიის სოციალური გვერდისა და საიტის ადმინისტრირება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება /განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადებებიც
  • პროგრამა Excel–სა და PowerPoint  ცოდნა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებისადმი ყურადღება

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: არასრული, გრაფიკი შეთანხმებით
  • ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტ)
  • სამუშაოს ფორმატი: ძირითადად დისტანციური

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა  20.02.2023