Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/02/2023 - 15/03/2023

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

 

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს ( www.moore-global.com).

 

უფროსი აუდიტორი

ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
  • ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • პროფესიული ეთიკისა დაცვა;
  • აუდიტის ჯგუფის  უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს  მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
  • კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
  • ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი.

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით 2023  წლის 15 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „უფროსი აუდიტორი“.