ტრენინგ-ცენტრი „ერუდიო“ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
- კლიენტების ბაზების ფორმირების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
- პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება;
- პერსონალური და გუნდური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;
- გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მენეჯმენტი.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
თანამშრომლობის შემთხვევაში “ერუდიო” იზრუნებს სტაჟიორის პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე და უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ.