გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 130-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: გერმანულენოვან ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლებს სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი - გერმანულენოვანი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
** გერმანული ენის ცოდნა. მინიმალური ცოდნის დონე C1;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საწყისს ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით
** გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში
** ყოველთვიურ ბონუსს მინიმუმ 380 ლარის ოდენობით
** რეკომენდაციის ბონუსს 500 ლარის ოდენობით, თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში (საქართველო), თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ინგლისურ, ან ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com
აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.