Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.“ რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და პატივისცემაზე დამყარებული კულტურის ხელშეწყობა.
ამ კანონის აღსრულების მიზნით 2022 წლის 1 აგვისტოდან კონკურენციის სააგენტოს სისტემაში ფუნქციონირებს მომხმარებლის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც საქმიანობის ეფექტურად წარმართვის, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, აცხადებს კონკურსს „დაიწყე კარიერა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მონაწილეებმა უნდა შექმნან შესაბამისი ნაშრომი:
იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მცირე სტატია, ხოლო ეკონომიკა/ბიზნესის მიმართულების სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მონაცემების ანალიზი.


ნაშრომები, რომლებიც ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შეფასდება კომპეტენტური პირების მიერ შექმნილი კომისიის მიერ (სააგენტოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე).

საუკეთესო ნაშრომების ავტორი 3 სტუდენტი (2 სამართლის სპეციალიზაციის, 1 ბიზნესის ადმინისტრების/ეკონომიკის სპეციალიზაციის) სტაჟირებას გაივლის საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (20 მარტი - 20 სექტემბერი)
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი

მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით განაცხადი უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ელ. ფოსტაზე consumer@gnca.gov.ge, რომელიც უნდა შეიცავდეს:

  • სტუდენტის სახელი და გვარი
  • პირადი ნომერი
  • ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • შესაბამისი ნაშრომი

ნაშრომების ტექნიკური დეტალები:

იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ სტატია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ნაშრომი უნდა იყოს ქართულ ენაზე
 ნაშრომი უნდა იყოს მინიმუმ 3 გვერდი და მაქსიმუმ 5 გვერდი, შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen), რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11-ს, ხოლო სტრიქონებს შორის  დაშორება 1.15-ს;
 ფორმატი - ელექტრონული (MS Word ან PDF);
 ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული;
 ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური;
 ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი
 დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და  დასაბუთებული მოსაზრებები;
 ნაშრომი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის მეცნიერების განვითარებისთვის;
 ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული;
 დაცული უნდა იყოს გამოყენებულ წყაროთა ციტირების სტილი (სტუდენტის არჩევანით) და მას უნდა ახლდეს ბიბლიოგრაფია.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა უნდა მოიძიონ მონაცემები (data) მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ, დაამუშავონ MS Excel ის საშუალებით, გააკეთონ შედეგების ვიზუალიზაცია (დეშბორდი,ინფოგრაფიკა ა.შ.) და ინტერპრეტირება.
 ნაშრომი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
 ფორმატი - ელექტრონული (MS Excel, MS PowerPoint ან მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვა პროგრამა);
 ნაშრომში მითითებული უნდა იყოს დასამუშავებელი მონაცემების წყარო;

 ნაშრომში გამოყენებული მონაცემები უნდა იყოს ზუსტი;
 მონაწილემ ეფექტიანად უნდა მოახდინოს მონაცემების დამუშავების შედეგად
 მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირება;

კონკურსის დეტალების და ზოგადად მომხმარებლის უფლებების შესახებ დეტალური საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 16 თებერვალს, 16:00 საათზე თსუს I კორპუსის 115 აუდიტორიაში. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ ბმული: https://forms.gle/vVsL2UiRUVgEhyMg7