სს "პოლიგრაფისტის" საქმიანობის სფეროებია: პოლიგრაფია (1910 წლიდან), სარემონტო მასალებით ვაჭრობა (1994 წლიდან), საღებავების წარმოება (2001 წლიდან), საინვესტიციო საქმიანობა (2004 წლიდან), მშენებლობა (2005 წლიდან), ავეჯის წარმოება (2008 წლიდან), ლითონნაკეთობების წარმოება (2008 წლიდან). სს "პოლიგრაფისტი" 2005 წლიდან აქტიურად ნერგავს ხარისხის მართვის , აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და მართვის თანამედროვე სისტემებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://poligrafisti.ge/
პროექტების ფინანსური მენეჯმენტის უზრუნველყოფის მიზნით სს პოლიგრაფისტი, ინვესტიციას ანხორციელებს ორგანიზაციაში (ფირმაში), რომელიც უზრუნველყოფს ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში ფინანსურ მენეჯმენტს.
ვიწვევთ ბუღალტრებს, ფინანსური მენეჯმენტის, ტექნიკური და სხვა მონათესავე სპეციალობების ადამიანებს ფინანსური მენეჯმენტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესაქმნელად ქალაქ ბათუმში.
მოწვეული ადამიანები (ფირმაში 3 ადამიანი) უზრუნველყოფილნი იქნებიან ანაზღაურებადი (არანაკლებ 600 ლარი თვეში), პრაქტიკით და 3 თვიანი სწავლებით. 3 თვის შემდეგ გააგრძელებენ ურთიერთობას როგორც სს პოლიგრაფისტის თანამონაწილეობით (52%) ჩამოყალიბებული ფირმის თანადამფუძნებლები (16-16%) და თანამშრომლები. დაფუძნებულ ფირმას ექნება სს პოლიგრაფისტთან გარანტირებული მომსახურების ხელშეკრულება (არანაკლებ თვეში 3000 ლარი). 6 თვის პრაქტიკის და სს პოლიგრაფიტში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ეს ფირმა შეძლებეს მომსახურება გაუწიოს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. 6000 ლარამდე კომპანიის შემოსავლები განაწილდება ხელფასების სახით 6000 ლარის ზემოთ შემოსავლები განაწილდება მოგების სახით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტაზე: poligrafisti10@gmail.com წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება- „ფინანსური მენეჯერი “.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, კანდიდატების შერჩევა მოხდება პარალელურ რეჟიმში, ნუ დაელოდებით დედლაინს.