სს "პოლიგრაფისტის" საქმიანობის სფეროებია: პოლიგრაფია (1910 წლიდან), სარემონტო მასალებით ვაჭრობა (1994 წლიდან), საღებავების წარმოება (2001 წლიდან), საინვესტიციო საქმიანობა (2004 წლიდან), მშენებლობა (2005 წლიდან), ავეჯის წარმოება (2008 წლიდან), ლითონნაკეთობების წარმოება (2008 წლიდან). სს "პოლიგრაფისტი" 2005 წლიდან აქტიურად ნერგავს ხარისხის მართვის, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და მართვის თანამედროვე სისტემებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://poligrafisti.ge/
პროექტების შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სს პოლიგრაფისტი ინვესტიციას ანხორციელებს ორგანიზაციაში (ფირმაში), რომელიც უზრუნველყოფს ასევე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში კადრების მენეჯმენტს.
ვიწვევთ ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს და სხვა მონათესავე სპეციალობების ადამიანებს კადრების (HR) მენეჯმენტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესაქმნელად ქალაქ ბათუმში.
მოწვეული ადამიანები (ფირმაში 3 ადამიანი) უზრუნველყოფილნი იქნებიან ანაზღაურებადი (არანაკლებ 500 ლარი თვეში), პრაქტიკით და 3 თვიანი სწავლებით. 3 თვის შემდეგ გააგრძელებენ ურთიერთობას როგორც სს პოლიგრაფისტის თანამონაწილეობით (52 %) ჩამოყალიბებული ფირმის თანადამფუძნებლები (16-16%) და თანამშრომლები. დაფუძნებულ ფირმას ექნება სს პოლიგრაფისტთან გარანტირებული მომსახურების ხელშეკრულება (არანაკლებ თვეში 3000 ლარი). 6 თვის პრაქტიკის და სს პოლიგრაფისტში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ეს ფირმა შეძლებს მომსახურება გაუწიოს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. 4500 ლარამდე ერთობლივი კომპანიის შემოსავლები განაწილდება ხელფასების სახით. 4500 ლარის ზემოთ შემოსავლები განაწილდება მოგების სახით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტაზე: poligrafisti10@gmail.com წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება- „HR მენეჯერი “.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, კანდიდატების შერჩევა მოხდება პარალელურ რეჟიმში, ნუ დაელოდებით დედლაინს.