პოზიციის დასახელება - უფროსი სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში (სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" სერვისების მიმართულებით)
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
განცხადების ბოლო ვადა 19.02.2023
თანამდებობრივი სარგო: 1573 ლარი
ადგილების რაოდენობა 8
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები
• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა და მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება;
• მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
• პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ „იუსტიციის სახლის“ შტამპით დამოწმება;
• უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
• საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული