Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრანსპორტერ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კატერების, იახტებისა და მცურავი საშუალებების გაყიდვების/ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე,  ქ.თბილისში:

 

ტრანსპორტერ ჯგუფი რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტქნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სათავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

 

ტრანსპორტერ ჯგუფი სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აწარმოოს ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • უზრუნველყოს გაყიდვების არხების  განვითარება;
  • გაეცნოს და შეისწავლოს მცურავი საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები;
  • გაარკვიოს და უზრუნველყოს მცურავი საშუალებების შესაბამისი რეგისტრაცია;
  • აწარმოოს მცურავი საშუალებების შერჩევა, შეკვეთის განთავსება და ფასდადება;
  • დაგეგმოს შეკვეთები და გაუწიოს მათ კოორდინაცია;
  • მუდმივად იზრუნოს არსებული მომხმარებლებისა და მომწოდებლების ბაზის განვითარებაზე;
  • შეასრულოს გაყიდვების გეგმა;
  • მოამზადოს შეხვედრაზე წარსადგენი წინადადება და პრეზენტაცია;
  • მოიძიოს და აწარმოოს მოლაპარაკება მომწოდებლებთან;
  • აწარმოოს გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება...);
  • აწარმოოს პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • განათლება უმაღლესი;
  • სასურველია პრემიუმ პროდუქტების გაყიდვების გამოცდილება;
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
  • უცხო ენების ინგლისური, რუსული სრულყოფილად ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr@transporter.com.ge 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კატერების, იახტებისა და მცურავი საშუალებების გაყიდვების/ბრენდ მენეჯერი.

 

ტრანპორტერ  ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!