Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

 

განცხადების ბოლო ვადა    15.02.2023

თანამდებობრივი სარგო:   1815 ლარი

ადგილების რაოდენობა      4

სამსახურის ადგილმდებარეობა     თბილისი

სამუშაოს ტიპი                სრული განაკვეთი

 

ფუნქციები

მონაწილეობას იღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

• შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;

• კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

• საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლისათვის იუზერის შექმნა და პროგრამული მხარდაჭერა;

• დომეინ სერვერზე მომხმარებლის შესაბამის ჯგუფში ჩართვა და უფლებებისა და წვდომის განსაზღვრა;

• არსებული ლოკალური/შიდა ქსელის გამართვის უზრუნველყოფა;

• საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის/ტექნიკური დახმარების გაწევა თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში;

• სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე ტექნიკური საკითხების მოგვარება;

• ტექნიკური ინციდენტების აღრიცხვა პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მიზნით;

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება   -  უმაღლესი განათლება

 

საკონკურსო თემატიკა 

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

• ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი ან შემოსავლების სამსახურის სისტემაში ამ მიმართულებით სტაჟირების გამოცდილება;

• არსებული ლოკალური/შიდა ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

• კომპიუტერული ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);

• კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის კარგი ცოდნა;

• ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა (Windows 7/10);

• კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office; Microsoft Lync; Microsoft Active Directory - თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე ცოდნა;

• Microsoft Exchange - პროფილების გამართვა MS Outlook-ის ბაზაზე;

• Acronis; Norton Ghost;

• სასურველია უცხო ენის (ტექნიკური ინგლისური/რუსული) ცოდნა.

• გუნდში მუშაობის უნარი;

• არსებული სისტემის და ბიზნესპროცესების კარგი აღქმის უნარი;

• სისხარტე, ოპერატიულობა;

• დეტალებზე ორიენტირების უნარი;

• დროის მართვა.

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი; ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი; სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge

 

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს