მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. N39/41
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
ანაზღაურება: 900 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ძირითადი ფუნქციები:
- არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
- შესყიდვების პროცესისთვის შესაბამისი დოკუმანტაციის წარმოება;
- შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა შესაბამის ობიექტებზე;
- ბაზარზე ფასების კვლევა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
- სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - Word, Excel, Outlook);
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2023 წელი
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!