სამშენებლო-სარემონტო კომპანია დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას 3D ვიზუალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.
კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
- სივრცით-გეგმარებითი ნახაზების მომზადება, მოცულობაში აწყობა.
- 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია.
- ობიექტების და მასში ყველა ელემენტების მოდელირება (კედლები, ჭერი, იატაკი, სავაჭრო აღჭურვილობა, ავეჯი და ა.შ.) 3DsMax-ში, მათი ვიზუალიზაცია, რენდერინგი;
- ავეჯის და კონსტრუქციების კონსტრუირება, 3D ვიზუალიზაცია.
- მოსაპირკეთებელი მასალის, ფაქტურების შერჩევა და არსებული მოდელების ტექსურირება ( იატაკის ფილა, კედლის ფილა, პარკეტი, ლამინატი, ავეჯის მასალა და განათება).
- კომპანიის გუნდთან ერთად რენდერებზე და დიზაინზე მუშაობა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის/რეპორტის წარდgენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
- არქიტექტორული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, 3D MAX, Lumion.
- სათანადო კომპიუტერული პროგრამების ფლობა- 3dsmax,Adobe Photoshop,
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
- მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე /CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrm.decoline@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: +995 598 28 58 93.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია „დეკოლაინი“-ს მიერ საქრთველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.