თუკი დაინტერესებული ხართ საერთაშორისო გარემოში მუშაობით, იცით ინგლისური ენა, გაინტერესებთ ფინანსები და შიდა აუდიტი, მაშინ შესაძლოა ქვემოთ აღნიშნული ვაკანსია თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals Poti აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის კონტროლერის პოზიციაზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე დასაქმებული ადამიანი იმუშავებს ფოთის ტერმინალიდან, თუმცა პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია ექნება სკანდინავიური ქვეყნების ტერმინალებთან.
შესაძლებლობა
APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას. ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.
APM Terminals Poti გთავაზობთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობას, რომელიც გლობალურ გავლენას ახდენს კონტინენტების, კომპანიების და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.
- საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას.
- სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
- თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.
- მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ფუნქცია მოვალეობები:
- GRC ფუნქციების გაუმჯობესება, კომპნიის პოლიტიკების, პროცედურების და შიდა კონტროლის შეფასების და ანგარიშგების მიზნით.
- GRC ფუნქციების განხორციელება, ფინანსური დეპარტამენტის მიზნების მისაღწევად. კომპანიის საბუღალტრო, საფინანსო და სხვა ოპერაციების გადახედვა, შიდა კონტროლის სისტემების ეფექტურობის დასადგენად.
- შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
- ყოველ ფისკალურ წელს სულ მცირე ერთი ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა.
- ყოველწლიურად, APMT-ის სადაზღვევო სახელმძღვანელოს მიხედვით PDBI დაზღვევის დოკუმენტაციის მომზადება.
- კვარტლურად და ყოველწლიურად DataWize-ში აქტივების შესახებ ინფორმაციის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი ფინანსური ან/და მსგავსი მიმართულებით).
- შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა (B2-C1).
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული https://www.maersk.com/careers/vacancies/wd/Business-Controller_R49063/jt-business-controller