სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო პერსონალის შერჩევის და მოზიდვის გუნდში.
სტაჟრების პროგრამა მოიცავს:
- არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
- კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტური პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;
- არსებული ბაზების დამუშავება და დახარისხება;
- ტალანტების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- ტალანტების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა, დაგეგმვის პროცესში მხარდაჭერა;
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო კანდიდატს, რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, არის ღია და უშუალო.
მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში
• შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;
• აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
• აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29 იანვარი, 2023.