პოზიციის დასახელება: სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის სტაჟიორი
სტაჟიორთა რაოდენობა: 10
სტაჟირების ადგილმდებარეობა: საქპატენტის სათავო ოფისი, ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N5
ანაზღაურება: 600 ლარი (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
- დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- დეპარტამენტის უფროსის მითითებით და მენტორის (სტაჟირების ხელმძღვანელი) მეთვალყურეობით გამოგონებებთან და საპატენტო განაცხადებთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების შესრულება, მათ შორის:
- წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარება, ტექნიკის დონის ანალიზი, პატენტუნარიანობის წინასწარი შეფასება;
- საპატენტო განაცხადებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქმის წარმოებაში მონაწილეობა (საპატენტო ძიების ჩატარება, ტექნიკის დონის ანალიზი, პატენტუნარიანობის შეფასება);
- ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა;
- კომპეტეციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატი იყოს მინიმუმ III - IV კურსის სტუდენტი (საბუნებისმეტყველო ან საინჟინრო მიმართულებით: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები/მათემატიკა, მექანიკური ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, აგრარული მეცნიერებები, საკვები და სასმელი პროდუქტები) და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე), სასურველია დარგობრივი ინგლისურის ენის ცოდნა;
- სასურველია გერმანული, ფრანგული ან რუსული ენის ფლობა;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 საოფისე კომპიუტერული პროგრამის კარგად ფლობა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- კეთილგანწყობა;
- მოტივირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას შესაბამის დარგში;
- ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე employment@tsu.ge 2023 წლის 5 თებერვლამდე.