საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
15/01/2023 - 31/01/2023
ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გერმანულენოვან ასისტენტს.
„მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროგრამების კატალოგზე მუშაობა გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
- ბაზაზე მუშაობა: ახალი კომპანიების მოძიება და შესაბამის ბაზაში შეყვანა;
- საჭიროების შემთხვევაში, პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, მეილით);
- პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან (ინვოისი, ვაუჩერი, ტურის დეტალების მოწესრიგება და ა.შ.) მუშაობა;
- ინფორმაციის დამუშავება: ფრენების სქემის გაკეთება, მენიუს თარგმნა, კომპანიების ვებ. გვერდების შესწავლა;
- სხვა დავალებების შესრულება, პოზიციის თავისებურებებიდან გამომდინარე.
ძირითადი მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:
- პრიორიტეტულია 0.5-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პრაქტიკები, ან სტაჟირება ტურიზმის სფეროში;
- აუცილებელია გერმანული ენის გამართულად ცოდნა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- ინიციატივიანი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება ყოველწლიური გაუმჯობესებით;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
- შვებულების 28 დღე;
- პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
- თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ტურიზმი თქვენი სფეროა და ეფექტური კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარე, მოუთმენლად ველოდებით თქვენს გაცნობას: vacancy@miminotravel.com
მადლობა ჩვენი გუნდის წევრობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!