კომპანია "სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.
გაცნობებთ, რომ გვაქვს საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზება თქვენი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებისთვის!!!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ვიწვევთ ამბიციურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ სატელეკომუნიკაციო სფეროში პრაქტიკის დაგროვების და განვითარების სურვილი!
ს.ს. „ სილქნეტი“ გთავაზობთ სტაჟირებას ტექნიკური მიმართულებით, ქსელის მონიტორინგის განყოფილებაში, რაც ნიშნავს:
· საქართველოს უმსხვილეს კომპანიაში, პროფესიონალ გუნდთან ერთად, რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობით პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
· სატელეკომუნიკაციო სფეროში, კერძოდ ქსელური ტექნოლოგიების მუშაობის პროცესებში ჩართულობას/გამოცდილების მიღებას
· ქსელური აპარატურის ლოგირებისა და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნას/გამოცდილებას;
· სხვადასხვა მწარმოებლის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილებას;
· შესაბამისი მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და განვითარების გარემოს;
· დასაქმების პერსპექტივას;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=4482
განაცხადის გასაკეთებლად დასაშვებია 2 გზა:
1. გადადით საიტზე jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).
2. გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე (khatiakurashvili@silknet.com; ngabashvili@silknet.com ) დაინტერესებული სტუდენტების ან კურსდამთავრებულების cv-ები.