სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
კომპანია „ოპპა“ ეძებს გუნდის წევრს ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების სტაჟიორის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: ოპერაციების განყოფილება
პოზიციის მიზანია, ბიზნეს პროცესების დოკუმენტირებასა და აღრიცხვიანობაში დახმარება
რისი გაკეთება მოგიწევს:
⚫ კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვიანობაში ჩართულობა;
⚫ ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
⚫ ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებების მომზადებაში ჩართულობა;
⚫ დამუშავებული და დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის შეთანხმება დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან;
⚫ დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის ვიზირება, დამტკიცება და დაკავშირებული პირების ინფორმირება;
⚫ ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებაში ჩართულობა;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების ცვლილებების ბრძანებების მომზადება, ვიზირება, დამტკიცება და დაკავშირებული პირების ინფორმირება;
⚫ დამტკიცებული პროცესების და შესაბამისი ცვლილებების აღრიცხვა;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების ელექტრონული და ფიზიკური არქივის მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
⚫ სასურველია, დოკუმენტებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
⚫ სასურველია, საოფისე პროგრამების ცოდნა;
⚫ სასურველია, Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
⚫ სასურველია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით);
⚫ სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: l.mzarelua@oppa.ge