Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 01/12/2022 - 15/12/2022

დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო დეპარტამენტში

მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA

გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი

 

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) საგადასახადო დეპარტამენტში  - საკონსულტაციო მიმართულებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • განათლება ტექნიკური ან იურიდიული მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია გავლილი  ქონდეს ACCA-ს  მინიმუმ 1 წიგნი;
  • სავალოდებულოა ინგლისური ენა მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ვორდი);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • აქტიურობა და ინიციტივიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • თვითმოტივაციაზე ზრუნვის უნარი;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • ანაზღაურება: შეთანმხებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

 

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

ხანგრძლივობა: 20-30 წუთი

ტესტირების თემა: ზოგადი უნარები / საბაზისო - ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვები

 

გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

 

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:

  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge  

 

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge