კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
18/11/2022 - 27/11/2022
დაქირავებული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში.
მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- სათაო ოფისის Lead Generation-ის გუნდის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ახალი ლიდების მოძიებაში, დახარისხება და გენერირება Salesforce-ში.
- Google Scraping-ის მეშვეობით ქალაქების მიხედვით პარტნიორ ობიექტებზე ინფორმაციის შეგროვება
- გარდა Google Scraping-სა კომპანიისთვის ღირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება პარტნიორ ობიექტებზე სხვადასხვა წყაროებიდან
- ქალაქების მიხედვით სწორი პარტნიორების მოძიება
- მოძიებული პარტნიორების დახარისხება პრიორიტეტების გათვალისწინებით
- Salesforce-ის მონაცემთა ბაზის ხარისხის უზრუნველყოფა, კერძოდ, დუბლირებული ლიდების გაწმენდა, მისამართებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასწორება საჭიროების შემთხვევაში
კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
- უმაღლესი განათლება, სასურველია, ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
- ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- აუცილებელია SQL-სა და Excel-ის ცოდნა და მის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- ლოკალური ბაზრის ცოდნა ქალაქების მიხედვით პარიორიტეტების განსაზღვრისა და კონკურენტების პარტნიორების ანალიზის მიზნით
- გამოცდილება დიდ ბაზებთან მუშაობის და მათი დამუშავების
- Salesforce-თან შეხება
- გამოცდილება გაყიდვებში, ლიდების გენერაციაში, ქონთენთის მიმართულებით ან/და პროექტების მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად
თუ თქვენთვის ეს ვაკანსია საინტერესოა და თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: project27@hr.ge
წარმატებებს გისურვებთ!